საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
DECODER x SPIRAL: I HATE MODELS / SENTIMENTAL RAVE / BROKEN ENGLISH CLUB
Date:
03-21-2020
Place:
Spacehall
Doors Open:
23:55
Price:
- GEL
დასაწყისშივე გვინდა გაცნობოთ, რომ ღონისძიებაზე მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ ვერიფიკაცია. ვერიფიკაციაზე მოთხოვნის გამოგზავნას 7 თებერვლიდან შეძლებთ. აღნიშნული თარიღიდანვე დაიწყება ბილეთების გაყიდვა.
SPIRAL - დამოუკიდებელი ტექნო საღამოების სერიები, რომელიც DECODER-ის პლატფორმაზე დაფუძნდა, 21 მარტს, Spacehall-ში, I Hate Models [the man behind the mask] უმასპინძლებს. 90' წლების ტექნოს, ინდუსტრიული მუსიკის და EBM-ის გავლენით შექმნილი სოლო პროექტია, რომელიც მძიმე ჟღერადობისა და განსაკუთრებული მელანქოლიის მატარებელია. 2016 წელს გამოშვებული EP-ის, Warehouse Memories შემდეგ, I Hate Models-მა შთამბეჭდავი აღმასვლა დაიწყო. არტისტი თანამშრომლობს ისეთ ლეიბლებთან, როგორებიცაა ARTS, Voitax, T/W/B და Pls.uk. მისი მუსიკა, რომელიც დაფუძნებულია მძაფრი შეგრძნებების გამოხატვაზე, შეიძლება დახასიათდეს როგორც გადამწყვეტი შერკინება სიყვარულსა და ზიზღს, სიბნელესა და სინათლეს შორის. მასთან ერთად სცენა დაეთმობა Sentimental Rave-ს. DJ, პროდიუსერი და თვითნასწავლი ფოტოგრაფი, რომელიც Saint Denis-ში მოღვაწეობს, თბილისს პირველად ეწვევა. მისი მუსიკისთვის დამახასიათებელია ძლიერი რიტმები და სენსიტიურობა. როგორც არტისტი აღნიშნავს, მისი შთაგონების წყარო, სწორედ ის სცენაა, სადაც ახლა იმყოფება, რომლის დამსახურებითაც იპოვა ის, რისი კეთებაც უყვარს. SPIRAL-ის მესამე სერიის მესამე სტუმრად Oliver Ho, იგივე BROKEN ENGLISH CLUB მოვიწვიეთ. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდიუსერი, DJ და ლაივ შემსრულებელი, ლეიბლ META-ს დამაარსებელია, რომლის ყველა გამოცემა მხოლოდ Oliver-ის მიერაა წარმოებული. ამასთანავე არტისტი თანამშრომლობს ლეიბლებთან: Khemia Records, Cititrex, L.I.E.S Records და ა.შ.
I BASKET - 40 GEL
II BASKET - 50 GEL
III BASKET / DOOR - 60 GEL
Age: 18+