საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.
18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.
ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.
ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.
ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.
ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.
ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.
Only registered users can purchase online tickets.
People below the age of 18 will not be allowed at the festival.
It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.
To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.
Purchased tickets can not be returned.
You are not allowed to use flashlights during the festival
The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival
It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.
One of the electronic dance world's intellectual forces.
Richie Hawtin, რომელიც უკვე რამდენიმე დეკადაა ტექნო მუსიკის განსაზღვრაში დიდ როლს ასრულებს, 22 თებერვალს ფესტივალ Decoder-ს ეწვევა. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ლეიბლ Plus8 და Minus-ის შექმნა. არტისტი ასევე 10-ზე მეტი პროექტის ავტორი და ონლაინ პლატფორმა Beatport-ის დამაარსებელია. Richie-ს ერთ-ერთმა პროექტმა [ PLASTIKMAN ] დიდი გავლენა მოახდინა დეტროიტ ტექნოზე, MINUS-ის დაარსებით კი მინიმალზე, როგორც მუსიკალურ მიმართულებაზე. მან შეძლო აღმოეჩინა და აღეზარდა უამრავი ახალგაზრდა არტისტი, რომელთა შორისაც არიან, Speedy J და Jon Gaiser. აქვე აღსანიშნავია მისი ნამუშევრები გრაფიკოს ძმასთან, Matthew Hawtin-თან ერთად. წყვილმა მოახერხა და შეძლო წარმოედგინათ სენსაციური გამოფენა [არტ ბასელში], სადაც ვიზუალური ხელოვნება და პოპ მუსიკალური წარმოდგენები გააერთიანეს, რაც დაფუძნებული იყო სატრანსპორტო კონტერინერებზე, ქალაქში, რომელიც ცნობილია “Wynwood Design District-ად”. ,,წლების განმავლობაში ჩვენ ბევრი ვიმოგზაურეთ ერთად. დავდიოდით გალერეებში, ვნახულობდით როტკოს და კელის ნახატებს, საღამოს კი, მივდიოდით Jeff Mills-ის სასმენად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის”. ინტერესი, რომელიც მუსიკოსის მიმართ დღემდე არ შენელებულა, ხაზს უსვამს თუ რაოდენ მასშტაბურია Hawtin-ის მიმზიდველობა და ხიბლი. Daniel Muller-მა, რომელიც ნოვატორული ხმის ჩამწერი სტუდიის Mute-ის დამაარსებელია, Richie Hawtin-ს, ტექნო სცენის ლიდერი და პიონერი უწოდა. აქვე იყო “The New York Times”, სადაც არტისტი ,,მსოფლიო მასშტაბით, ელექტრონული მუსიკის მთავარ ინტელექტუალურ ძალად” მოიხსენიეს.
თბილისს პირველად ეწვევა, სცენის ერთ-ერთი საინტერესო ფიგურა Claire Morgan, რომელმაც მუსიკალური ცხოვრება, როგორც მულტიინსტრუმენტალისტმა და კომპოზიტორმა დაიწყო. წარსულში ფილმებისთვის და ტელევიზიისთვის კომპოზიციების შექმნამ, დიდი ზეგავლენა მოახდინა მის მელოდიაზე და ჰარმონიულ პროგრესზე. Claire-მ 11 წლის ასაკში პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და მისი დებიუტი Taipel-ში, Sun Yat Sen მემორიალურ ჰოლში შედგა. არტისტის უსაზღვრო ნიჭი ავსტრალიაში გამოიკვეთა და საბოლოო ფორმა, სტილი და მკაფიო ინსტიქტები, ტექნოს დედაქალაქში შეიძინა. მუსიკოსი მძვინვარე, სწრაფი რიტმის მქონე საცეკვაო გამოცდილებას გვთავაზობს, რაც მსმენელისთვის ერთგვარი კათარზისია. Philip Sherburne, რომელიც ელექტრონული ჟურნალის Pitchfork-ის ბლოგერია, აღნიშნავს ,,Morgan-ის მიქსები მჭიდრო და დამზღვევია, მაშინაც კი, როცა მუსიკის პულსაცია მთელ სხეულში აღწევს. მისი გადასვლები, სიბნელეში გამოწვდილ ხელს ჰგავს, რომელსაც შეგიძლია მაგრად მოეჭიდო, ენდო და გაჰყვე”.
მოწვეულ სტუმრებს კომპანიონობას The Forest გაუწევს. მუსიკასთან მისი ურთიერთობა ადრეულ ასაკში დაიწყო და დღეს უკვე თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. მისი წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი გახდა და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიციების ავტორია. რაც შეხეება მუსიკოსის სეტებს, ისინი ძირითადად Deep ჟღერადობითაა გაჯერებული. აღსანიშნავია, რომ The Forest-ს ნამუშევარი აქვს არაერთ ლეიბლთან, რომელთა შორისაც იყო ქართული ლეიბლი - Minibus.
შეგახსენებთ, რომ არტისტები 22 თებერვალს Spacehall-ში, DECODER-ის თებერვლის სერიაზე დაუკრავენ და მასზე დასასწრები ინლაინ ბილეთები უკვე გაყიდვაშია.